ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა
ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა ულტრაბგერითი გამოკვლევა, იგივე ექოსკოპია, რადიოლოგიის ერთ-ერთი სახეა,რომელიც გულისხმობს ორგანოთა და რბილ ქსოვილთა გამოკვლევას ულტრაბგერითი ტალღებით. დიაგნოსტიკის ეს მეთოდი სრულიად უმტკივნეულო და უსაფრთხოა. სწორი და დროული დიაგნოსტიკა ხელს უწყობს დაავადების წარმატებულ მკურნალობას. განყოფილება აღჭურვილია პრემიუმ კლასის, ვიზუალიზაციის უმაღლესი ხარისხის, უახლესი პროგრამული უზრუნველყოფით აღჭურვილი ულტრაბგერითი დიაგოსტიკის აპარატით.