მემკვიდრულ წინასწარგანწყობას განაპირობებს შემდეგი ძირითადი გენების მუტაცია:

BRCA1 – გენი, რომელიც წარმოადგენს სიმსივნის სუპრესორულ გენს, მისი მუტაცია ვლინდება ძუძუს მემკვიდრული კიბოს მქონე პაციენტების 40%-ში. მუტაცია ასოცირებულია შემდეგი ლოკალიზაციის სიმსივნეებთან:

  • საკვერცხე
  • მსხვილი ნაწლავი
  • პროსტატა

ამ გენის მუტაციის მქონე სუბიექტებს ძუძუს კიბოს წარმოშობის რისკი მთელი სიცოცხლის მანძილზე შეადგენს 65-85%.

ამ გენის მუტაციის შემთხვევაში, ძუძუს კიბო ხასიათდება:

  • დიფერენცირების დაბალი ხარისხით – GII-GIII;
  • ესტროგენ და პროგესტერონ-რეცეპტორების ნეგატიურობით – ER/PR – neg;
  • HER2/neu – ნეგატიურობით;
  • ვლინდება ახალგაზრდა ასაკში;
  • ხშირად ბილატერალურია, ანუ დაავადება ლოკალიზებულია ორივე სარძევე ჯირკვალში.

BRCA2 გენი

  • ძუძუს მემკვიდრული კიბოს 30% -ში გვხვდება აღნიშნული გენის მუტაცია.

ამ გენის მუტაცია ვლინდება:

  • მამაკაცის ძუძუს კიბოს შემთხვევაში;
  • საკვერცხის კიბოს დროს;
  • პროსტატის კიბოს დროს;
  • ძუძუს კიბოს წარმოშობის რისკი ამ გენის მუტაციისას აღწევს 40-85%;
  • Tp53 – აუტოსომურ-დომინანტური, სიმსივნის სუპრესორული გენია;
  • ძუძუს კიბოს წარმოშობის რისკი = 100%;
  • ასოცირებულია – ლი-ფრაუმენის სინდრომთან.

სხვა გენები, რომელთა მუტაცია განაპირობებს ძუძუს მემკვიდრული კიბოს წარმოშობას:

  • PTEN
  • CHK2
  • MSM2/MLM1