2024 წლის 17-18 მაისს, ქ. ალმატაში (ყაზახეთი) ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია „ონკორენესანსი 2024“, რომელიც მიეძღვნა ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე საკითხებს.

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, სპიკერისა და სექციის თავმჯდომარის სტატუსით, მიწვეული იყო პროფესორი ირაკლი კოხრეიძე, რომელმაც წარადგინა ორი მოხსენება – “გენომური კვლევების როლი ძუძუს კიბოს მკურნალობაში“ და “ქირურგიული მკურნალობის მიდგომები ძუძუს ადრეული სტადიის კიბოს მენეჯმენტში“.