ევროპის ქირურგთა საზოგადოების სამეცნიერო კონფერენცია

2024 წლის 20-22 ივნისს, ქ. ბათუმში ევროპის ქირურგთა საზოგადოების ორგანიზებით (ESS) რიგით 26-ე სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე სექციის თავმჯდომარისა და მომხსენებლის სტატუსით მიწვეული იყო პროფესორი ირაკლი კოხრეიძე. კონფერენციის ფარგლებში, პროფესორი ირაკლი კოხრეიძე წარსდგა მოხსენებით, თემაზე: „ძუძუს კიბოს ქირურგიული მკურნალობის თანამედროვე მეთოდები“

ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმი – „ჯანსაღი ქალაქი – მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, მოქნილი და მდგრადი ურბანული განვითარება“

სასტუმრო „პარაგრაფში“ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმი  სახელწოდებით „ჯანსაღი ქალაქი – მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, მოქნილი და მდგრადი ურბანული განვითარება“ გაიმართა. “ჯანსაღი ქალაქის” კონცეპციის ფარგლებში, პანელზე განხილულ იქნა ონკოლოგიურ დაავადებათა პირველადი პრევენციის მნიშვნელობა. ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდა პროფესორი ირაკლი კოხრეიძე.