პროფესორი ირაკლი კოხრეიძე: “შედეგები იმედისმომცემია, თუმცა ქირურგიული ჩარევების მსგავსი მინიმალიზაცია, ჯერ არ წარმოადგენს სტანდარტს. საჭიროა ხანგრძლივი დაკვირვების შედეგების ანალიზი.”

შეიძლება თუ არა მოსაზღვრე-სასიგნალო (სენტინელური) ლიმფური კვანძის ბიოფსიის არ ჩატარება ძუძუს ადრეული სტადიის კიბოს მქონე პაციენტებში? პროფესორი ირაკლი კოხრეიძე: “INSEMA რანდომიზებულმა კვლევით, რომელშიც ~5000 პაციენტი მონაწილეობდა დადგინდა, რომ 5-წლიანი გადარჩენადობის მაჩვენებლები იმ ჯგუფში სადაც არ ტარდებოდა მოსაზღვრე-სასიგნალო (სენტინელური) ლიმფური კვანძის ბიოფსია იყო იგივე, რაც იმ პაციენტთა კონტინგენტში, რომელთაც ჩაუტარდათ აღნიშნული ლიმფური კვანძის/კვანძების ბიოფსია! მნიშვნელოვანი შენიშვნა: […]

სიახლე ძუძუს კიბოს მკურნალობაში!

პროფესორი ირაკლი კოხრეიძე: “რიბოციკლიბი (კისქალი) ჰორმონულ თერაპიასთან კომბინაციაში: პროგრესი ძუძუს დრეული სტადიის ძუძუს კიბოს მკურნალობაში უკვე დადასტურებულია. რიბოციკლიბი ახანგრძლივებს სიცოცხლეს ძუძუს ჰორმონპოზიტიური, HER2 ნეგატიური, მეტასტაზური კიბოს მქონე პაციენტებში. კვლევის საგანს წარმოადგენდა რიბოციკლიბის ეფექტურობის გამოვლენა ძუძუს არამეტასტაზური კიბოს მქონე პაციენტებში. სამწლიანმა კვლევამ აჩვენა, რომ რიბოციკლიბი ჰორმონულ თერაპიასთან ერთად ზრდის გადარჩენადობის მაჩვენებელს და ამცირებს დაავადების რეციდივირების რისკს […]

რატომ არის მნიშვნელოვანი გენეტიკური ტესტირება!

პროფესორი ირაკლი კოხრეიძე: როდესაც ქალს ძუძუს კიბოს დიაგნოზი 35 წლამდე ასაკში უდგინდება, ყველა ასეთ შემთხვევაში ექიმების რეკომენდაციაა, ჩატარდეს გენეტიკური ტესტირება — მაგალითად, BRCA1 და BRCA2 მუტაციებზე. თუმცა, რეალურ ცხოვრებაში ბევრ ახალგაზრდა ქალს ეს კვლევა არ უტარდება. წინამდებარე კვლევამ შეისწავლა, რამდენად ხშირად მიმართავდნენ 35 წლამდე ასაკის ქალები ლაბორატორიებს, რათა ჩატარებულიყო გენეტიკური ტესტირება. რა შეისწავლეს მკვლევრებმა? მათ […]

13th International Breast Symposium Düsseldorf – აპრილი 2025

2025 წლის 4–5 აპრილს დიუსელდორფში (გერმანია), ისტორიულ Areal Böhler-ის სივრცეში გაიმართა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღონისძიება ძუძუს ონკოლოგიისა და რეკონსტრუქციულ ქირურგიაში – 13th International Breast Symposium Düsseldorf (IBSD). სიმპოზიუმის ფარგლებში, წამყვანი ადგილი ეკავა ე.წ. Live Surgery Day, სადაც ერთდროულად მიმდინარეობდა 8 ოპერაცია სამ განსხვავებულ საოპერაციო დარბაზში – Breast & Body Beauty ქირურგიის უახლესი მიდგომების დემონსტრირებით. პროფესორ ი.სიხარულიძესთან […]

ძუძუს კიბო და იმუნოთერაპია – ირაკლი კოხრეიძე

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? “ძუძუს კიბო მსოფლიოში ქალებში ყველაზე ხშირად გავრცელებული სიმსივნეა. ბოლო წლებში მეცნიერები ცდილობენ ახალი მეთოდების პოვნას, რომ მკურნალობა კიდევ უფრო ეფექტური გახდეს. რა არის ახალი? ერთ-ერთი ახალი და იმედის მომცემი მიდგომაა იმუნოთერაპია – მკურნალობა, რომელიც ააქტიურებს ადამიანის იმუნურ სისტემას და ეხმარება მას თავად შეებრძოლოს სიმსივნეს. რას იკვლევენ მეცნიერები? არსებობს კონკრეტული მოლეკულები (ე.წ. […]

მულტიდისციპლინური ონკოლოგიის ბორდის კონფერენცია

2025 წლის 8-9 მარტს მულტიდისციპლინური ონკოლოგიის ბორდის ორგანიზებით, სასტუმროში „ვილა მოსავალი“ ჩატარდა მასშტაბური, მრავალდარგობრივი კონფერენცია, რომელიც ეძღვნებოდა კუჭ-ნაჭლავის ტრაქტის ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის აქტუალურ საკითხებს. აკრედიტებული კონფერენციის ფარგლებში, განხილულ იქნა გასტროინტესტინური ტრაქტის ონკოლოგიურ დაავადებათა სხივური და მორფოლოგიური დიაგნოსტიკის, ქირურგიის, ქიმიო-სხივური თერაპიის თანამედროვე მიღწევები.

პროფესორი ირაკლი კოხრეიძე გადაცემაში ” ოჯახის ექიმი”

როგორია ძუძუს კიბოთი დაავადების სტატისტიკა საქართველოში? მამოლოგი, ონკოპლასტიკური ქირურგი, პროფესორი ირაკლი კოხრეიძე გადაცემაში ” ოჯახის ექიმი”