საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი “იშვიათი შემთხვევები ონკოლოგიაში”

2024 წლის 24-26 მაისს მულტიდისციპლინური ონკოლოგიის ბორდის, GIMPHA-ს, კავკასიის მედიცინის ცენტრისა და კრიატინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრის ორგანიზებით ქ.თელავში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი “იშვიათი შემთხვევები ონკოლოგიაში”. სემინარში სესიების მოდერატორისა და მონაწილის სტატუსით იმყოფებოდა პროფესორი ირაკლი კოხრეიძე. სემინარის ფარგლებში, განხილულ იქნა სხვადასხვა ლოკალიზაციის ავთვისებიანი სიმსივნეების დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და შემდგომი მეთვალყურეობის საკითხები. სესიაზე მოხსენებებით წარსდგნენ სხვადასხვა დარგის […]

საერთაშორისო კონფერენცია „ონკორენესანსი 2024“

2024 წლის 17-18 მაისს, ქ. ალმატაში (ყაზახეთი) ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია „ონკორენესანსი 2024“, რომელიც მიეძღვნა ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე საკითხებს. კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, სპიკერისა და სექციის თავმჯდომარის სტატუსით, მიწვეული იყო პროფესორი ირაკლი კოხრეიძე, რომელმაც წარადგინა ორი მოხსენება – “გენომური კვლევების როლი ძუძუს კიბოს მკურნალობაში“ და “ქირურგიული მკურნალობის მიდგომები ძუძუს ადრეული სტადიის კიბოს მენეჯმენტში“.

ქ. ჯერმუკში (სომხეთი) ონკოლოგთა IV საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

2024 წლის 3-4 თებერვალს ქ. ჯერმუკში (სომხეთი) ჩატარდა სომხეთის ონკოლოგთა IV საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც სპიკერის სტატუსით მონაწილეობა მიიღო და მოხესენებით – “De-escalation of surgical treatment of breast cancer: Where are we now” წარდგა თსსუ-ის პროფესორი ირაკლი კოხრეიძე. კონფერენციაზე განიხილეს ონკოლოგიურ დაავადებათა სკრინინგის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მიდგომები. კონგრესის ფარგლებში, პროფესორმა ირაკლი კოხრეიძემ და ცენტრალური და […]

პროფესორი ირაკლი კოხრეიძე სტუმრად გადაცემაში – “შენი დილა”

თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო თვეა! მამოლოგი, ონკოპლასტიკური ქირურგი, თსსუ-ის პროფესორი ირაკლი კოხრეიძე სტუმრად გადაცემაში – “შენი დილა”  

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

2023 წლის 4 დეკემბერს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს უმასპინძლა, რომლებიც ხელმოწერების კამპანიას ,,ჩვენი ხმა ევროპას“ შეუერთდნენ. პრეზიდენტთან შეხვედრაზე, ასევე იმყოფებოდა პროფესორი ირაკლი კოხრეიძე. ,,თქვენი ხმა ევროპას! იმედი მაქვს ყველამ მოაწერეთ ხელი მიმართვას. ეს არის ჩვენი ერთობლივი გზა, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია, ჩვენ სხვა პერსპექტივა არ გვაქვს და ამისი ახსნა დღეს თქვენთან […]

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თემატური მოკვლევის ჯგუფის მეორე ზეპირი მოსმენა

2023 წლის 20 ნოემბერს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის – „საქართველოში ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა“ – თემატური მოკვლევის ჯგუფმა ონკოლოგიის სფეროში მოქმედ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან მეორე ზეპირი მოსმენა გამართა. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა პროფესორი ირაკლი კოხრეიძე. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, სადაც სამედიცინო სფეროს, ასევე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის […]

საერთაშორისო კონფერენცია-ვორქშოფი „Breast and Gynecologic Cancers: Challenges and Opportunities”

2023 წლის 17-18 ნოემბერს ქ. თბილისში ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის, გინეკოლოგიური ონკოლოგიის საქართველოს საზოგადოებისა და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ორგანიზებით, ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია-ვორქშოფი „Breast and Gynecologic Cancers: Challenges and Opportunities”. კონფერენციაზე მოხსენებით „De-escalation of surgery in breast cancer patients” წარდგა პროფესორი ირაკლი კოხრეიძე, რომელიც  ეძღვნებოდა ძუძუს კიბოს ქირურგიული მკურნალობის ევოლუციის ეტაპებს, მასშტაბური ქირურგიული ჩარევების შემცირების ლოგიკურ დასაბუთებას […]

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თემატური მოკვლევის ჯგუფმა ონკოლოგიის სფეროში მოქმედ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან პირველი ზეპირი მოსმენა გამართა

2023 წლის 7 ნოემბერს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თემატური მოკვლევის ჯგუფმა თემატური მოკვლევის – „საქართველოში ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა“ – ფარგლებში ონკოლოგიის სფეროში მოქმედ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან პირველი ზეპირი მოსმენა გამართა. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა მამოლოგი, ონკოპლასტიკური ქირურგი, თსსუ-ის პროფესორი ირაკლი კოხრეიძე. თემატური მოკვლევის ჯგუფის ხელმძღვანელის, ირმა ზავრადაშვილის შეფასებით, თემატური მოკვლევა გამიზნულია […]

ყაზახეთის ონკოლოგთა და რადიოლოგთა IX საერთაშორისო კონგრესი

2023 წლის 26-27 ოქტომბერს ქ.ასტანაში (ყაზახეთი) ჩატარდა ყაზახეთის ონკოლოგთა და რადიოლოგთა IX საერთაშორისო კონგრესი, რომელშიც სექციის თავმჯდომარის და მომხსენებლის სტატუსით წარდგა პროფესორი ირაკლი კოხრეიძე. პროფესორ ირაკლი კოხრეიძის მოხსენება ეძღვნებოდა ძუძუს კიბოს დროს იღლიის ფოსოს ლიმფურ კვანძებზე ზედაზოგვითი ქირურგიული ჩარევების ეფექტურობასა და უსაფრთხოებას. კონფერენციის მიმდინარეობისას, სხვა აქტუალურ საკითხებთან ერთად, განიხილეს ძუძუს კიბოს დროს ქირურგიული ჩარევების დე-ესკალაციის […]