საერთაშორისო კონფერენცია Best of ASCO

2023 წლის 13-14 ივლისს, ქ.ალმათიში (ყაზახეთი) ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია Best of ASCO, რომელიც მიეძღვნა ონკოლოგიურ დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე პრინციპებს. კონფერენცია, აკადემიკოსს დილარა კაიდაროვასთან ერთად, გახსნა და მოხსენებით წარსდგა პროფესორი ირაკლი კოხრეიძე.

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, სხვადასხვა სამედიცინო მიმართულების ექიმებს შეხვდა

მრჩეველთა საბჭოს ფორმატში, ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, სხვადასხვა სამედიცინო მიმართულების ექიმებს შეხვდა. მხარეებმა ჯანდაცვის ხელმისაწვდომობისა და ხარიხის გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე იმსჯელეს. განიხილეს რეანიმაციული მომსახურების განახლებული სტანდარტის მოთხოვნებიც, რომელიც სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით დამტკიცდა. იმსჯელეს 2025 წლიდან, სავალდებულო საერთაშორისო აკრედიტაციის საკითხებზეც. შეხვედრაზე სამედიცინო დარგის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ცვლილებები რომლებიც რეგულაციების მიმართულებით ინერგება […]

ჯანდაცვის მერვე საერთაშორისო კონფერენცია

2023 წლის 3 ივნისს თბილისში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართება ჯანდაცვის რიგით მერვე საერთაშორისო კონფერენცია. შეხვედრაზე მოხსენებებს წარადგენენ ექიმები, როგორც საქართველოდან, ასევე საფრანგეთიდან, სერბეთიდან, ისრაელიდან, ჰოლანდიიდან და უკრაინიდან. კონფერენციის პირველ სესიას – “პერსონალიზირებული მედიცინა ონკოლოგიაში ” უხელმძღვანელებს პროფესორი ირაკლი კოხრეიძე (პროფესორ ალექსი ბაიდოშვილთან ერთად) , რომელიც წარსდგება მოხსენებით აქტუალურ თემაზე: “იღლიის ლიმფადენექტომია ძუძუს კიბოს დროს: […]

ძუძუს რეკონსტრუქციის (აღდგენის) ონკოლოგიური პრინციპები: რა ვიცით?

ძუძუს კიბო შეიძლება განუვითარდეს 11 ქალიდან 1-ს! მიუხედავად იმისა, რომ ქალთა უმრავლესობა ძუძუს შენარჩუნების კანდიდატია, უკანასკნელ წლებში მასტექტომიის (ანუ ძუძუს მოკვეთის) მსურველთა რაოდენობა მთელს მსოფლიოში იზრდება! აღნიშნული, ერთის მხრივ – დაავადების დაბრუნების შიშით, ხოლო მეორეს მხრივ – რეკონსტრუქციული ოპერაციების ტექნიკური ნიუანსების სრულყოფით და ერთმომენტიანი ოპერაციის შესრულების შესაძლებლობით აიხსნება!  მაგ: აშშ-ში, იმ ქალთა უმრავლესობას, რომელთაც უტარდებათ […]

ნომინაციაში – ” წლის მასწავლებელი” გამარჯვებულია – პროფესორი ირაკლი კოხრეიძე

6 მაისს “ევექსი ჰოსპიტლების” ორგანიზებით 2022 წლის პროექტ “სიცოცხლის ელჩების” მე-4 სეზონის დაჯილდოება გაიმართა. პროექტის ფარგლებში, 10 სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდნენ ნომინანტები, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა დააგროვეს. ნომინაციაში – ” წლის მასწავლებელი/პედაგოგი” გამარჯვებულია – 𝐂𝐚𝐫𝐚𝐩𝐬𝐌𝐞𝐝𝐥𝐢𝐧𝐞 – ის ონკოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, თსსუ-ის პროფესორი ირაკლი კოხრეიძე.  

კონფერენცია „კიბოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე სტანდარტების“ შესახებ

2023 წლის 31 მარტს „კარაპს მედლაინის“ და ,,ევექსი ჰოსპიტლების’’ ონკო-ბორდის ორგანიზებით „კიბოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე სტანდარტების“ შესახებ კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის მიზანი, ქვეყანაში დანერგილი თანამედროვე მეთოდოლოგიის გაცნობა და დარგის განვითარებისთვის საჭირო სამომავლო გეგმების შემუშავება გახლდათ. ღონისძიების ოფიციალურად გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა: კლინიკა ,,კარაპს მედლაინის’’ გენერალური დირექტორი ნინო კუტალაძე. შეხვედრაზე მოხსენებებით წარსდგნენ: პათოლოგოანატომი, კლინიკური პათოლოგი, […]

„კიბოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე სტანდარტების“ შესახებ კონფერენცია გაიმართა

2023 წლის 31 მარტს „კარაპს მედლაინის“ და ,,ევექსი ჰოსპიტლების’’ ონკო-ბორდის ეგიდით, „კიბოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე სტანდარტების“ შესახებ კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის მიზანი, ქვეყანაში დანერგილი თანამედროვე მეთოდოლოგიის გაცნობა და დარგის განვითარებისთვის საჭირო სამომავლო გეგმების შემუშავება გახლდათ. კონფერენციას, „კარაპს მედლაინის“ ონკოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი და თსსუ-ის ონკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ირაკლი კოხრეიძე უძღვებოდა.

მაგნეტიკური ლოკალიზაციის მეთოდი

• სარძევე ჯირკვლის (ძუძუს) ავთვისებიანი სიმსივნური დაავადების მკურნალობაში, რეგიონული ლიმფური კვანძების მდგომარეობას, უმნიშვნელოვანესი პროგნოზული და პრედიქტიული ფაქტორია. • როგორც ცნობილია, სარძევე ჯირკვლიდან ლიმფოდრენაჟის ყველაზე ხშირ ლოკაციას, იღლიის ლიმფური კვანძები წარმოადგენს. • ძუძუდან ლიმფა, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს სიმსივნურ უჯრედებს, დასაწყისში ხვდება იღლიის იმ ლიმფურ კვანძში/კვანძებში, რომელსაც ჩვენ მოსაზღვრე, სასიგნალო, გუშაგ, სენტინელურ (Sentinel) ლიმფურ კვანძს/კვანძებს ვუწოდებთ. • […]