პროფესორი ირაკლი კოხრეიძე:
“ყველას გიყვებათ, თუ რა უნდა გააკეთოთ მაშინ, როცა ძუძუს კიბოს დიაგნოზი უკვე დასმულია.
ძუძუს კიბოს მართვის შესახებ უამრავი ინფორმაცია ვრცელდება — ქიმიოთერაპია, ოპერაცია, იმუნოთერაპია… მაგრამ თითქმის არავინ საუბრობს პრევენციაზე — იმ მარტივ და რეალურად მოქმედ ნაბიჯებზე, რომლითაც შეგვიძლია ეს დიაგნოზი თავიდან ავიცილოთ.
პირველი ნაბიჯი – ბოსტნეული.
მრავალრიცხოვანი კვლევების მეტა-ანალიზმა ცალსახად აჩვენა: დღეში 300 გრამზე მეტი ბოსტნეულის მიღება 12%-ით ამცირებს ძუძუს კიბოს განვითარების რისკს.
ამ ეფექტის ძირითადი მიზეზი იმ ფიტონაერთებში იმალება, რომლებიც განსაკუთრებით დიდი რაოდენობითაა მწვანე და ე.წ. უსახამებლო ბოსტნეულში.
მათ მიეკუთვნება:
• არტიშოკი და არტიშოკის გული
• ასპარაგუსი (ასპარაგი)
• ბრიუსელის კომბოსტო
• ბროკოლი
• კომბოსტო (მწვანე, ბოკ ჩოი, ჩინური და წითელი სახეობები)
• ნიახური
• ციკორიის ფოთლები
• ჩაიოტე (ასევე ცნობილია როგორც ბოსტნეული მსხალი ან სეიჩიუმი)
• კიტრი
• გუგულა დანდელიონის ფოთლები)
• პრასი
• ბამია
• მწვანე წიწაკა (ყველა სახეობა)
• მწვანე ხახვი (საკმელა ან მწვანე ღეროიანი ხახვი)
• ყაბაყი (ზუჩინი)
გინდა რომ შეამცირო ძუძუს კიბოს რისკი? დაიწყე თეფშიდან!
აღნიშნული პროდუქტები ამცირებენ ეპიდერმული ზრდის ფაქტორის (EGF) დონეს — რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ER-ნეგატიური ძუძუს კიბოს პრევენციისთვის”