• პაციენტი სრულად უნდა იყოს ინფორმირებული დაავადების რაობის, მისი მიმდინარეობის, დიაგნოსტიკის აუცილებელი მეთოდების ერთობლიობის, მკურნალობის და შესაძლო გამოსავლის შესახებ;
  • ინფორმაცია პაციენტს მიეწოდება მშვიდ და კომფორტულ გარემოში;
  • ინფორმაცია პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ პაციენტს მიეწოდება მისთვის გასაგებ ენაზე, სპეციალური სამედიცინო ტერმინების გამოყენებისაგან მაქსიმალურად თავის არიდებით;
  • პაციენტის ინფორმირებისას, ისევე როგორც მისი დაავადების მართვისას უმნიშვნელოვანესია კომუნიკაციური უნარ-ჩვევების საუკეთესო პრაქტიკის გამოყენება;
  • დაუშვებელია პაციენტის ნებართვის გარეშე მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება მესამე პირისათვის;
  • ნებისმიერი ინვაზიური ღონისძიების ჩატარების წინ აუცილებელია პაციენტისაგან მიღებულ იქნეს ინფორმირებული თანხმობა, რომელსაც იგი დაადასტურებს ხელმოწერით;
  • შეთავაზებულ ტაქტიკაზე (დიაგნოსტიკისა თუ მკურნალობის ეტაპები) პაციენტის უარი საჭიროებს დოკუმენტირებას, გაცხადებული უარის მიზეზების გამორკვევის გარეშე.