პროფესორი ირაკლი კოხრეიძე:
“გიყვებით, როგორ შეამციროთ ძუძუს კიბოს განვითარების რისკი!

კაროტინოიდები – ფერი, რომელიც სიცოცხლეს იცავს!

ბოლო წლების განმავლობაში დაგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ კაროტინოიდებს — განსაკუთრებით β-კაროტინს და ლუტეინს – გააჩნიათ მკაფიოდ გამოხატული დამცავი ეფექტი!

დღევანდელი მონაცემებით, α-კაროტინს, β-კრიპტოქსანტინს და ლიკოპინს გააჩნიათ ესტროგენრეცეპტორ-ნეგატიური (ER−) კიბოს პროტექტორული ეფექტი!

EPIC კვლევა (ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი პროსპექტური კვლევა) ცხადად ადასტურებს, რომ:
• სისხლში α- და β-კაროტინის მაღალი დონე ამცირებს ER− კიბოს რისკს!
• ლუტეინს აქვს დამცავი მოქმედება ER+ ძუძუს კიბოს დროს!

როგორ მუშაობენ კაროტინოიდები?

• ააქტიურებენ უჯრედის დიფერენციაციისა და აპოპტოზის პროცესებს;
• აქვთ ძლიერი ანტიოქსიდანტური მოქმედება;
• იცავენ უჯრედის დნმ-ს დაზიანებისგან;
• აფერხებენ კარცინოგენეზის პროცესს.