საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია – “HR+HER2 – ადრეული ძუძუს კიბოს ადიუვანტური თერაპიის ოპტიმიზაციის ასპექტები”

2025 წლის 22 ივნისს Novartis Pharma-ს ორგანიზებით გაიმართა ძუძუს ჰორმონდამოკიდებული ადრეული სტადიის კიბოს მკურნალობისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია – “HR+HER2 – ადრეული ძუძუს კიბოს ადიუვანტური თერაპიის ოპტიმიზაციის ასპექტები”. კონფერენციაზე, მულტიდისციპლინური ონკობორდის წევრის სტატუსით, მიწვეული იყო პროფესორი ირაკლი კოხრეიძე, რომელმაც კონფერენციის საპატიო სტუმართან, პროფესორ ნადია ჰარბეკთან (მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის პროფესორი) ერთად დამსწრე საზოგადოებას საკუთარი ხედვა […]

ძუძუს კეთილთვისებიანი დაავადებები და კიბოს რისკი

პროფესორი ირაკლი კოხრეიძე: ხშირად გეუბნებიან: „არ ინერვიულოთ, კეთილთვისებიანია!“ თუმცა იცოდით, რომ ზოგი კეთილთვისებიანი ცვლილება ძუძუს კიბოს რისკს მნიშვნელოვნად ზრდის? მიუხედავად იმისა, რომ სარძევე ჯირკვლის დაავადებათა შორის – უმრავლესობა კეთილთვისებიანი პათოლოგიაა, ზოგიერთ მათგანს შეუძლია მნიშვნელოვნად გაზარდოს ძუძუს კიბოს განვითარების რისკი.   ეს დაზიანებები დაყოფილია 3 კატეგორიად:   1. არაპროლიფერაციული დაზიანებები (მაგ. კისტები) → ძუძუს კიბოს რისკი […]

წონა და ძუძუს კიბო – წარმოადგენს თუ არა სხეულის ჭარბი წონა ყოველთვის რისკს? – არა!

პროფესორი ირაკლი კოხრეიძე: “წონა და ძუძუს კიბო – ყველაფერი ისე მარტივად არ არის! წარმოადგენს თუ არა სხეულის ჭარბი წონა ყოველთვის რისკს? – არა! ყველაფერი დამოკიდებულია ასაკსა და მენოპაუზურ სტატუსზე: რეპროდუქციული და პრემენოპაუზური ასაკის ქალებში – ზომიერ სიმსუქნეს შესაძლოა დამცავი ეფექტიც ჰქონდეს! ხომ უცნაურია? აღმოჩნდა, რომ: • ექსპერიმენტში, ცხიმოვანი ქსოვილი აჩქარებდა ძუძუს ქსოვილის დიფერენციაციას; • მაღალი […]

როგორ შეამციროთ ძუძუს კიბოს განვითარების რისკი!

პროფესორი ირაკლი კოხრეიძე: “გიყვებით, როგორ შეამციროთ ძუძუს კიბოს განვითარების რისკი! კაროტინოიდები – ფერი, რომელიც სიცოცხლეს იცავს! ბოლო წლების განმავლობაში დაგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ კაროტინოიდებს — განსაკუთრებით β-კაროტინს და ლუტეინს – გააჩნიათ მკაფიოდ გამოხატული დამცავი ეფექტი! დღევანდელი მონაცემებით, α-კაროტინს, β-კრიპტოქსანტინს და ლიკოპინს გააჩნიათ ესტროგენრეცეპტორ-ნეგატიური (ER−) კიბოს პროტექტორული ეფექტი! EPIC კვლევა (ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი პროსპექტური კვლევა) ცხადად […]

კალციუმით მდიდარი საკვები დადებითად მოქმედებს ძუძუს კიბოს პრევენციაზე

პროფესორი ირაკლი კოხრეიძე: “გიყვებით, როგორ შეამციროთ ძუძუს კიბოს განვითარების რისკი! კალციუმი თანამედროვე კვლევები აჩვენებს, რომ კალციუმით მდიდარი საკვები დადებითად მოქმედებს ძუძუს კიბოს პრევენციაზე, როგორც პრემენოპაუზურ, ისე პოსტმენოპაუზურ ასაკის ქალებში. რამდენიმე მსხვილმა კვლევამ დაადასტურა, კალციუმით მდიდარი საკვების ანტიკარცინოგენული ეფექტი! პრემენოპაუზური ასაკის ქალებში (+300 მგ კალციუმი) – რისკი მცირდება 13%-ით;  პოსტმენოპაუზურ ქალებში 4%-ით; როგორ მუშაობს კალციუმი? ის […]

რძის პროდუქტების მიღება ამცირებს ძუძუს კიბოს რისკს?

პროფესორი ირაკლი კოხრეიძე: “რეპროდუქციული და პრემენოპაუზური ასაკის ქალთა პოპულაციაში რძის პროდუქტების ყოველდღიური მოხმარება ამცირებს ძუძუს კიბოს რისკს. – დღის განმავლობაში, მინიმუმ 200 გ. რძის პროდუქტი – დაახლოებით, 5%-ით ამცირებს რისკს (Dong და კოლეგების მეტა-ანალიზი (ჩატარდა 18 კვლევა)! – >600 გ. დღის განმავლობაში – წარმოადგინა დამცავი ეფექტი (Zang-ის და თანაავტ. მიერ ჩატარებულმა მეტა-ანალიზმა, რომელიც მოიცავდა 22 […]

პროფესორი ირაკლი კოხრეიძე: “დღეში 300 გრამზე მეტი ბოსტნეულის მიღება 12%-ით ამცირებს ძუძუს კიბოს განვითარების რისკს”

პროფესორი ირაკლი კოხრეიძე: “ყველას გიყვებათ, თუ რა უნდა გააკეთოთ მაშინ, როცა ძუძუს კიბოს დიაგნოზი უკვე დასმულია. ძუძუს კიბოს მართვის შესახებ უამრავი ინფორმაცია ვრცელდება — ქიმიოთერაპია, ოპერაცია, იმუნოთერაპია… მაგრამ თითქმის არავინ საუბრობს პრევენციაზე — იმ მარტივ და რეალურად მოქმედ ნაბიჯებზე, რომლითაც შეგვიძლია ეს დიაგნოზი თავიდან ავიცილოთ. პირველი ნაბიჯი – ბოსტნეული. მრავალრიცხოვანი კვლევების მეტა-ანალიზმა ცალსახად აჩვენა: დღეში […]

პაციენტი ნინო ჭანტურიშვილი

პაციენტი ჭანტურიშვილი ნინო – მკურნალობის დასრულებიდან 3 წლის შემდეგ

პროფესორი ირაკლი კოხრეიძე: “შედეგები იმედისმომცემია, თუმცა ქირურგიული ჩარევების მსგავსი მინიმალიზაცია, ჯერ არ წარმოადგენს სტანდარტს. საჭიროა ხანგრძლივი დაკვირვების შედეგების ანალიზი.”

შეიძლება თუ არა მოსაზღვრე-სასიგნალო (სენტინელური) ლიმფური კვანძის ბიოფსიის არ ჩატარება ძუძუს ადრეული სტადიის კიბოს მქონე პაციენტებში? პროფესორი ირაკლი კოხრეიძე: “INSEMA რანდომიზებულმა კვლევით, რომელშიც ~5000 პაციენტი მონაწილეობდა დადგინდა, რომ 5-წლიანი გადარჩენადობის მაჩვენებლები იმ ჯგუფში სადაც არ ტარდებოდა მოსაზღვრე-სასიგნალო (სენტინელური) ლიმფური კვანძის ბიოფსია იყო იგივე, რაც იმ პაციენტთა კონტინგენტში, რომელთაც ჩაუტარდათ აღნიშნული ლიმფური კვანძის/კვანძების ბიოფსია! მნიშვნელოვანი შენიშვნა: […]

სიახლე ძუძუს კიბოს მკურნალობაში!

პროფესორი ირაკლი კოხრეიძე: “რიბოციკლიბი (კისქალი) ჰორმონულ თერაპიასთან კომბინაციაში: პროგრესი ძუძუს დრეული სტადიის ძუძუს კიბოს მკურნალობაში უკვე დადასტურებულია. რიბოციკლიბი ახანგრძლივებს სიცოცხლეს ძუძუს ჰორმონპოზიტიური, HER2 ნეგატიური, მეტასტაზური კიბოს მქონე პაციენტებში. კვლევის საგანს წარმოადგენდა რიბოციკლიბის ეფექტურობის გამოვლენა ძუძუს არამეტასტაზური კიბოს მქონე პაციენტებში. სამწლიანმა კვლევამ აჩვენა, რომ რიბოციკლიბი ჰორმონულ თერაპიასთან ერთად ზრდის გადარჩენადობის მაჩვენებელს და ამცირებს დაავადების რეციდივირების რისკს […]