საერთაშორისო ფორუმი BREASTANBUL 2024

2024 წლის 10-12 ოქტომბერს ქ. სტამბოლში (თურქეთი) ჩატარდა ყოველწლიური, მასშტაბური, საერთაშორისო ფორუმი BREASTANBUL 2024, რომელშიც მონაწილეობა მიიღო პროფესორმა ირაკლი კოხრეიძემ.  

კონფერენცია – ფილტვის არაწვრილუჯრედული კიბოს მულტიდისციპლინური მართვა

2024 წლის 5 ოქტომბერს მულტიდისციპლინური ონკოლოგიის ბორდის ორგანიზებით, კურორტ საირმეში ჩატარდა კონფერენცია (სემინარი) – “ფილტვის არაწვრილუჯრედული კიბოს მულტიდისციპლინური მართვა”, რომელშიც მონაწილეობა მიიღო პროფესორმა ირაკლი კოხრეიძემ.

პროფესორი ირაკლი კოხრეიძე ქ. ალმატაში საერთაშორისო კონფერენციაზე იმყოფებოდა

2024 წლის 29 – 30 აგვისტოს ქ.ალმატაში (ყაზახეთი) გაიმართა საერთაშორისო, აკრედიტირებული კონფერენცია Best of ASCO, რომელიც ეძღვნებოდა ძუძუსა და გინეკოლოგიური კიბოს მკურნალობის თანამედროვე სტანდარტებს. კონფერენციაზე

ევროპის ქირურგთა საზოგადოების სამეცნიერო კონფერენცია

2024 წლის 20-22 ივნისს, ქ. ბათუმში ევროპის ქირურგთა საზოგადოების ორგანიზებით (ESS) რიგით 26-ე სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე სექციის თავმჯდომარისა და მომხსენებლის სტატუსით მიწვეული იყო პროფესორი

ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმი – „ჯანსაღი ქალაქი – მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, მოქნილი და მდგრადი ურბანული განვითარება“

სასტუმრო „პარაგრაფში“ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმი  სახელწოდებით „ჯანსაღი ქალაქი – მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, მოქნილი და მდგრადი ურბანული განვითარება“ გაიმართა. “ჯანსაღი ქალაქის” კონცეპციის ფარგლებში,

საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი “იშვიათი შემთხვევები ონკოლოგიაში”

2024 წლის 24-26 მაისს მულტიდისციპლინური ონკოლოგიის ბორდის, GIMPHA-ს, კავკასიის მედიცინის ცენტრისა და კრიატინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრის ორგანიზებით ქ.თელავში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი “იშვიათი შემთხვევები

საერთაშორისო კონფერენცია „ონკორენესანსი 2024“

2024 წლის 17-18 მაისს, ქ. ალმატაში (ყაზახეთი) ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია „ონკორენესანსი 2024“, რომელიც მიეძღვნა ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე საკითხებს. კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, სპიკერისა

ქ. ჯერმუკში (სომხეთი) ონკოლოგთა IV საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

2024 წლის 3-4 თებერვალს ქ. ჯერმუკში (სომხეთი) ჩატარდა სომხეთის ონკოლოგთა IV საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც სპიკერის სტატუსით მონაწილეობა მიიღო და მოხესენებით – “De-escalation of surgical treatment

პროფესორი ირაკლი კოხრეიძე სტუმრად გადაცემაში – “შენი დილა”

თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო თვეა! მამოლოგი, ონკოპლასტიკური ქირურგი, თსსუ-ის პროფესორი ირაკლი კოხრეიძე სტუმრად გადაცემაში – “შენი დილა”  

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

2023 წლის 4 დეკემბერს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს უმასპინძლა, რომლებიც ხელმოწერების კამპანიას ,,ჩვენი ხმა ევროპას“ შეუერთდნენ. პრეზიდენტთან შეხვედრაზე, ასევე იმყოფებოდა პროფესორი

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თემატური მოკვლევის ჯგუფის მეორე ზეპირი მოსმენა

2023 წლის 20 ნოემბერს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის – „საქართველოში ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა“ – თემატური მოკვლევის ჯგუფმა ონკოლოგიის სფეროში მოქმედ არასამთავრობო და

საერთაშორისო კონფერენცია-ვორქშოფი „Breast and Gynecologic Cancers: Challenges and Opportunities”

2023 წლის 17-18 ნოემბერს ქ. თბილისში ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის, გინეკოლოგიური ონკოლოგიის საქართველოს საზოგადოებისა და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ორგანიზებით, ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია-ვორქშოფი „Breast and Gynecologic Cancers:

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თემატური მოკვლევის ჯგუფმა ონკოლოგიის სფეროში მოქმედ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან პირველი ზეპირი მოსმენა გამართა

2023 წლის 7 ნოემბერს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თემატური მოკვლევის ჯგუფმა თემატური მოკვლევის – „საქართველოში ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა“ – ფარგლებში ონკოლოგიის სფეროში

ყაზახეთის ონკოლოგთა და რადიოლოგთა IX საერთაშორისო კონგრესი

2023 წლის 26-27 ოქტომბერს ქ.ასტანაში (ყაზახეთი) ჩატარდა ყაზახეთის ონკოლოგთა და რადიოლოგთა IX საერთაშორისო კონგრესი, რომელშიც სექციის თავმჯდომარის და მომხსენებლის სტატუსით წარდგა პროფესორი ირაკლი კოხრეიძე. პროფესორ

ევროპის სამედიცინო ონკოლოგთა საზოგადოების ყოველწლიური კონგრესი

2023 წლის 20-24 ოქტომბერს ქ.მადრიდში (ესპანეთი) ჩატარდა ევროპის სამედიცინო ონკოლოგთა საზოგადოების ყოველწლიური კონგრესი, რომელიც ეძღვნებოდა ონკოლოგიურ დაავადებათა სკრინინგის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის აქტუალურ საკითხებს. კონგრესში აქტიური

 ძუძუს კიბოს სკრინინგისა და დიაგნოზის შიშის დაძლევის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

თბილისის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრის, თბილისის მერის მრჩევლის გენდერის საკითხებში, ნინო ბურძენიძის, ინიციატივით საერთაშორისო კამპანია ,,ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში ვარკეთილის მედიათეკაში შეხვედრა გაიმართა. ძუძუს კიბოს

პროფესორი ირაკლი კოხრეიძე ჯანმრთელობაზე ზრუნვის საერთაშორისო სამიტიზე – Vian Healthcare Summit

Vian ჰოსპიტლების ონკოლოგიის ბორდის წევრი, მამოლოგი, ონკოპლასტიკური ქირურგი, თსსუ-ის ონკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ირაკლი კოხრეიძე ჯანმრთელობაზე ზრუნვის საერთაშორისო სამიტიზე – Vian Healthcare Summit წარდგა მოხსენებით:

ვარდისფერი ოქტომბერი“ ძუძუს კიბოს ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო თვეა

„ვარდისფერი ოქტომბერი“ ძუძუს კიბოს ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო თვეა” . დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, “ქართული ოცნების” ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს პარლამენტის ინიციატივით „ვარდისფერი

პროფესორი ირაკლი კოხრეიძე სტუმრად გადაცემაში – “შენი დილა”

ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა და „ვარდისფერ ოქტომბრად“ იწოდება. მამოლოგი, ონკოპლასტიკური ქირურგი, თსსუ-ის პროფესორი ირაკლი კოხრეიძე სტუმრად გადაცემაში – “შენი დილა”    

საერთაშორისო კონფერენცია Best of ASCO

2023 წლის 13-14 ივლისს, ქ.ალმათიში (ყაზახეთი) ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია Best of ASCO, რომელიც მიეძღვნა ონკოლოგიურ დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე პრინციპებს. კონფერენცია, აკადემიკოსს დილარა კაიდაროვასთან

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, სხვადასხვა სამედიცინო მიმართულების ექიმებს შეხვდა

მრჩეველთა საბჭოს ფორმატში, ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, სხვადასხვა სამედიცინო მიმართულების ექიმებს შეხვდა. მხარეებმა ჯანდაცვის ხელმისაწვდომობისა და ხარიხის გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე იმსჯელეს. განიხილეს

ჯანდაცვის მერვე საერთაშორისო კონფერენცია

2023 წლის 3 ივნისს თბილისში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართება ჯანდაცვის რიგით მერვე საერთაშორისო კონფერენცია. შეხვედრაზე მოხსენებებს წარადგენენ ექიმები, როგორც საქართველოდან, ასევე საფრანგეთიდან, სერბეთიდან, ისრაელიდან,

ძუძუს რეკონსტრუქციის (აღდგენის) ონკოლოგიური პრინციპები: რა ვიცით?

ძუძუს კიბო შეიძლება განუვითარდეს 11 ქალიდან 1-ს! მიუხედავად იმისა, რომ ქალთა უმრავლესობა ძუძუს შენარჩუნების კანდიდატია, უკანასკნელ წლებში მასტექტომიის (ანუ ძუძუს მოკვეთის) მსურველთა რაოდენობა მთელს მსოფლიოში

ნომინაციაში – ” წლის მასწავლებელი” გამარჯვებულია – პროფესორი ირაკლი კოხრეიძე

6 მაისს “ევექსი ჰოსპიტლების” ორგანიზებით 2022 წლის პროექტ “სიცოცხლის ელჩების” მე-4 სეზონის დაჯილდოება გაიმართა. პროექტის ფარგლებში, 10 სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდნენ ნომინანტები, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა

კონფერენცია „კიბოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე სტანდარტების“ შესახებ

2023 წლის 31 მარტს „კარაპს მედლაინის“ და ,,ევექსი ჰოსპიტლების’’ ონკო-ბორდის ორგანიზებით „კიბოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე სტანდარტების“ შესახებ კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის მიზანი, ქვეყანაში დანერგილი თანამედროვე

„კიბოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე სტანდარტების“ შესახებ კონფერენცია გაიმართა

2023 წლის 31 მარტს „კარაპს მედლაინის“ და ,,ევექსი ჰოსპიტლების’’ ონკო-ბორდის ეგიდით, „კიბოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე სტანდარტების“ შესახებ კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის მიზანი, ქვეყანაში დანერგილი თანამედროვე

მაგნეტიკური ლოკალიზაციის მეთოდი

• სარძევე ჯირკვლის (ძუძუს) ავთვისებიანი სიმსივნური დაავადების მკურნალობაში, რეგიონული ლიმფური კვანძების მდგომარეობას, უმნიშვნელოვანესი პროგნოზული და პრედიქტიული ფაქტორია. • როგორც ცნობილია, სარძევე ჯირკვლიდან ლიმფოდრენაჟის ყველაზე ხშირ

ხელმისაწვდომი მკურნალობა ყველას

ხელმისაწვდომი მკურნალობა ყველას: შევქმნათ მკურნალობაზე სრული და თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველა ონკოპაციენტისთვის. #კიბოსდავამარცხებთერთად #მოქმედებისდროა #სრულფასოვანიმკურნალობა #უწყვეტიზრუნვა      

4 თებერვალი კიბოს საერთაშორისო დღეა

4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის დღეა – „კიბოს დავამარცხებთ ერთად – მოქმედების დროა“ ეს არის წლევანდელი წლის სლოგანი. კიბოს მსოფლიო დღის აღნიშვნის მთავარი მიზანია, დაავადების შესახებ

TIDE პროგრამა – მოკვეთილი მკერდის რეკონსტრუქცია ონკოპაციენტ ქალბატონებში

ფრანგული კომპანია LATTICE MEDICAL ონკოპაციენტ ქალბატონებს, სრულიად უფასოდ სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, ჩაერთონ TIDE საერთაშორისო პროგრამაში და ჩაიტარონ მოკვეთილი მკერდის რეკონსტრუქცია. პროგრამა მოიცავს მკერდის რეკონსტრუქციას 3D

ძუძუთი კვება – პროფესორი ირაკლი კოხრეიძე

საოჯახო მედიცინის პროფესიონალთა კავშირი ახორციელებს UNICEF პროექტს 2 წლამდე ასაკის ბავშვთა კვების შესახებ. პროექტის ფარგლებში, მამოლოგი, პროფესორი ირაკლი კოხრეიძე ყველა დაინტერესებულ პირს მიაწოდებს ამომწურავ ინფორმაციას

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ონკოლოგია და ბირთვული მედიცინა“

2022 წლის 9-10 დეკემბერს დაბა შეკვეთილში (სასტუმრო “პარაგრაფი”), კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის ეგიდით, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ონკოლოგია და ბირთვული მედიცინა“

პროფესორი ირაკლი კოხრეიძე საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაზე იმყოფებოდა

2022 წლის 15-17 დეკემბერს ქ. მილანში (იტალია) ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია MNB 2022 – Aesthetic Breast Meeting, რომელიც ეძღვნებოდა სარძევე ჯირკვლის ესთეტიკური ქირურგიის აქტუალურ საკითხებს.

ნომინაციაში ,,წლის მასწავლებელი’’ წარდგენილია კარაპს მედლაინის მამოლოგი, ონკოპლასტიკური ქირურგი, თსსუ-ის პროფესორი ირაკლი კოხრეიძე

ექიმის პროფესია, რომელიც ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ზრუნვასთან ერთად, ახალი თაობისთვის საკუთარი ცოდნის, გამოცდილების გაზიარებას ემსახურება. წარმოგიდგენთ ,,სიცოცხლის ელჩები 2022-ის’’ ნომინანტ ვიდეოს ნომინაციაში ,,წლის მასწავლებელი“.

ძუძუს არაინვაზიური სადინაროვანი კიბოს ქირურგიული მკურნალობის სტანდარტები

ირაკლი კოხრეიძე ძუძუს არაინვაზიური სადინაროვანი კიბოს ქირურგიული მკურნალობის სტანდარტები პროტოკოლი (ეფუძნება NCCN Guidelines Version 4. 2022) ძუძუს არაინვაზიური სადინაროვანი კიბოს (DCIS) პირველადი მკურნალობა მიზანი –

მამოგრაფია თუ ექოსკოპია?

თანამედროვე სამედიცინო დიაგნოსტიკური კვლევები საშუალებას გვაძლევს, ადრეულ სტადიაში გამოვავლინოთ სარძევე ჯირკვლების სხვადასხვა სახის დაავადებები და დროულად დავიწყოთ შესაბამისი ეფექტური მკურნალობა. ქალბატონებს, ხშირად უჩნდებათ კითხვა, რომელი

თვის ექიმი – ასოცირებული პროფესორი ირაკლი კოხრეიძე

იხილეთ ასოცირებული პროფესორის ირაკლი კოხრეიძეს ინტერვიუ ჟურნალში „ოჯახის მკურნალი“ თემა – „ძუძუს კიბოს დიაგნოსტირება და მკურნალობის თანამედროვე ტენდენციები“ იხილეთ ინტერვიუ  

რა არის ბიოფსია?

ძუძუს ბიოფსია ინვაზიური სადიაგნოსტიკო მეთოდია, რომელიც დაავადების ციტოლოგიური (უჯრედულ დონეზე) ან მორფოლოგიური (ქსოვილის დონეზე) ვერიფიკაციის (დადგენის) საშუალებას იძლევა. რა გზით მოიპოვება მასალა ციტოლოგიური ან მორფოლოგიური

რა უნდა იცოდეს პაციენტმა თავისი დაავადების შესახებ?

პაციენტი სრულად უნდა იყოს ინფორმირებული დაავადების რაობის, მისი მიმდინარეობის, დიაგნოსტიკის აუცილებელი მეთოდების ერთობლიობის, მკურნალობის და შესაძლო გამოსავლის შესახებ; ინფორმაცია პაციენტს მიეწოდება მშვიდ და კომფორტულ გარემოში;

ძუძუს კიბოს დიაგნოზის დადგენა შეუძლია მხოლოდ კვალიფიციურ ექიმთა გუნდს!

ძუძუს კიბოს დიაგნოზის დადგენისას ექიმმა უნდა ჩაატაროს: პაციენტის ანამნეზის დეტალური შესწავლა და პაციენტის კლინიკური გასინჯვა (სარძევე ჯირკვლების პალპაცია); შეაფასოს პაციენტის რადიოლოგიური კვლევების (ულტრასონოგრაფია, მამოგრაფია) შედეგები;

რა ძირითადი სიმპტომებით ხასიათდება ძუძუს კიბო?

კვანძოვანი წარმონაქმნი ძუძუში; დვრილიდან გამონადენი; დვრილის რეტრაქცია (ჩაბრუნება); ძუძუს დვრილ-არეოლური კომპლექსის ზომის, ფორმის, კონტურის, მდებარეობის, ფერის ნებისმიერი სახის ცვლილება; კანის საფარველის ცვლილება – peau’d orange,

რა ვიცით ძუძუს მემკვიდრული კიბოს გენეტიკის შესახებ?

მემკვიდრულ წინასწარგანწყობას განაპირობებს შემდეგი ძირითადი გენების მუტაცია: BRCA1 – გენი, რომელიც წარმოადგენს სიმსივნის სუპრესორულ გენს, მისი მუტაცია ვლინდება ძუძუს მემკვიდრული კიბოს მქონე პაციენტების 40%-ში. მუტაცია

რა კავშირია ძუძუს კეთილთვისებიან სიმსივნეებსა და ძუძუს კიბოს შორის?

ძუძუს ყველაზე ხშირი კეთილთვისებიანი სიმსივნეა ფიბროადენომა! ფიბროადენომა, როგორც წესი, არ ხასიათდება ძუძუს კიბოს წარმოშობის მოჭარბებული რისკით! რა არის ფილოიდური ფიბროადენომა? ფილოიდური, ანუ ფოთლისებრი ფიბროადენომა –

ძუძუს კიბოს რისკებს ამცირებს

ძუძუს კიბოს წარმოშობაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ქალის სასქესო ჰორმონები. ენდოგენური (ანუ ორგანიზმში გამომუშავებული) ჰორმონების კონცენტრაციის მატება და რაც ყველაზე მთავარია, ამ ჰორმონების ე.წ. სამიზნე ორგანოებზე